Monday, December 17, 2012

მოწამეთის ტაძარი

პროექტის სახელწოდება
მოწამეთის ტაძარი
პროექტის მთავარი იდეა
მოიძიონ ინფორმაცია ქუთაისის ისტორიის შესახებ, შეისწავლონ მოწამეთის ტაძარი ,მოწამებრივი გმირების თავდადება, შეისწავლონ საქართველოს ტრადიციები, კულტურა, ენა, ქართული რელიგია თუ რა შედეგი გამოიღო დავითისა და კონსტანტინეს მოწამებრივმა სიკვდილმა ქვეყნისთვის,  რამ გამოიწვია ტაძრის მშენებლობა ამ ადგილას როგორი პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა იყო მაშინ.
პროექტის აქტუალობა
იმაშია რომ მოსწავლემ ისწავლოს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვება , პრეზენტაციების შექმნა და მოპოვება, გამოიყენონ და გაირღმავონ სწავლის პროცესში მიღებული ცოდნა , რატომ უნდა იცოდეს თავისი ქვეყნის ისტორია , რელიგია და კულტურა.
პროექტის  მიზნები
პროექტის მიზანია მოსწავლეებმა კვლევის შედეგად დაეუფლონ მეტ ცოდნას მოწამეთის და მოწამებრივი გმირების შესახებ, მოიძიონ რაც შეიძლება მეტი მასალა, გაეცნონ იმ ეპოქას როცა აშენდა მოწამეთის ტაძარი, თუ როგორ მძიმე  მდგომარეობაში იმყოფებოდა საქართველო,მოწამებრივ გმირებს თავისი ქვეყნის, რელიგიის  და კულტურის დაცვა სიკვდილის ფასად უჯდებოდათ.
მოსწავლეთა ასაკი
16-17წელი.
ვადების ხანგრძლიობა
3კვირა
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები უკეთ გაეცნონ  მოწამეთის ტაძრის ისტორიას, გეოგრაფიულ მდებარეობას, მოწამებრივი გმირების როლს ქართულ ლიტერატურაში კულტერატურაში, ენის, და სარწმუნოების დაცვას, თავისი ქვეყნის და ხალხის  სიყვარულს. მოსწავლეებს  განუვითარდეს დახრისხების , ანალიზის გაკეთების დასკვნების გამოტანის, ტექნოლოგიებთან ურთიერთობის  კომუნიკაციური უნარ-ჩვევები.
პროექტისათვის საჭირო რესურსი
კომპიუტერი, რუკა საქართველო vii-iiiსს. ელექტრონული ბიბლიოთეკა.
პროექტის მსვლელობა
1.მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა და დავალების მიცემა თითოეული ჯგუფისათვის. Iჯგუფი:ინფორმაციის მოპოვება მოწამეთის ტაძრის შესახებ. სახელმძღვანელოს და  ინტერნეტის საშვალებით.
2.ii-ჯგუფი ინფორმაციის მოპოვება მათი რელიგიის  კულტურის და ისტორიის შესახებ.
3.iii-ჯგუფი საპრეზენტაციო თემა:,,არაბთა  ბატონობა საქართველოში და მათი შედეგები“.თემას წარადგენს ჯგუფის  ლიდერი.
4.დისკუსია. პარალელის გავლება ძველ და თანამედროვე რუკებს შორის.ძველ და თანამედროვე ეპოქას.
5.ექვსკურსია მოწამეთის  ტაძარში.   
საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი
ისტორია, გეოგრაფია, ქართული, რელიგია, ხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი
ლელა ჩიხლაძე
ელექტრონული ფოსტა
Lelachixladze12@gmail.com
ბლოგის მისამართი
http://lelachixladze12.blogspot.com/

Monday, December 10, 2012

ბლოგი ეხება

ბლოგზე იხილავთ ჯვაროსნული ომების გამომწვევ მიზეზებს